ახალი ამბები

ანონსი: 9 სექტემბერი

8 სექტემბერი, 2016 •
ანონსი: 9 სექტემბერი

ნეტგაზეთი გთავაზობთ 9 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

12:00 საათზე, კოალიცია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „პრაიმტაიმის“ პრესკლუნბში გააკეთებს საგანგებო განცხადებას.

16:30 საათზე, საია თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის პროექტთან“ დაკავშირებით სარჩელს წარდგენს და იმ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მოითხოვს, რომლის საფუძველზეც „სოლოლაკის მაღლობის“ და „სოლოლაკის ბაღების“ სამშენებლო ნებართვები გაიცა. საქმეზე მოპასუხე მხარეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი