ახალი ამბები

პაატა ბურჭულაძემ აღმოსავლეთ საქართველოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

3 სექტემბერი, 2016 • 1848
პაატა ბურჭულაძემ აღმოსავლეთ საქართველოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 3 სექტემბერს, პარტიამ “პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის” აღმოსავლეთ საქართველოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა, რომლებიც 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

რუსთავის 30-ე ოლქში კანდიდატი არის – ნოდარ ღვამბერია. ხოლო 29-ე ოლქში- დავით ძაგნიძე. მარნეულის 35-ე ოლქში – ქამრან მამედოვი, ხოლო 36-ე ოლქში – ისტრაფილ ბაირამოვი.

გურჯაანის 24-ე ოლქში კანდიდატია გიორგი ხაზიური, ხოლო გორის 41-ე ოლქში – შოთა წკრიალაშვილი, გორის 42-ე ოლქში – მედეა აბაშიძე.

საგარეჯოს 23-ე ოლქში წარდგენილია თორნიკე ჩუნთიშვილი,  ლაგოდეხი-ყვარლის 26-ე ოლქში – ლაშა დვალიშვილი. თელავის 27-ე ოლქში – ვანო გალახარიძე, დედოფლისწყარო-სიღნაღის 25-ე ოლქში გიორგი მჭედლიშვილია წარდგენილი.

გარდაბნის 31-ე ოლქში წარდგენილია არაზ მაშოვი, თეთრიწყაროს 32-ე ოლქში – ალექსი ნონიაძე. ბოლნისის 33-ე ოქში- რამიზ ბათიროვი. წალაკა-დმანისი-კაზრეთის 34-ე ოლქში – პავლე ადუაშვილი, კასპის 39-ე ოლქში- მიხეილ ბექაური.

დუშეთი-თიანეთი- ყაბეგის 38-ე ოლქში ზურაბ ოტიაშვილია წარდგენილი, ხოლო ქარელის მე-40 ოლქში- ანი ბალიაშვილი, ხაშურის 43-ე ოლქში კი – გია მოსიაშვილი.

ახალციხე-ადიგენის 44-ე ოლქში -კობა გორგოძე, ბორჯომი-ასპინძის 45-ე ოლქში- კახა ბერიძე, ახალქალაქი-ნონოწმინდის  46-ე ოლქში -შაქრო აივაზიანი. ახმეტის 28-ე ოლქში- ზურაბ ნაცარაშვილი.

“სახელმწიფო ხალხისთვის” მცხეთის 37-ე ოლქში არ წარადგინა კანდიდატი და მხარი დაუჭირა ცეზარ ჩოჩელს.

კანდიდატები ქალაქ რუსთავში პაატა ბურჭულაძემ წარადგინა. მან მოუწოდა ამომრჩეველს, რომ მივიდეს არჩევნებზე. მისი თქმით, აღმოსავლეთ საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და არ შეიძლება, მოდუნდნენ და თქვან, რომ მტერი არ არის.

ბურჭულაძის თქმით, თბილისიდან მცირე მანძილზე დგას რუსეთის ჯარი, რომელიც წინა მთავრობებმა დატოვეს, რასაც მოქმედმა მთავრობამ უმუშევრობა დაუმატა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი