გთავაზობთ 3 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
11:00 – თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (ყოფილი პირველი მაისის ქუჩაზე) “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ათეულის და ახალი სახეების წარდგენა გაიმართება.
11:30 – დავით უსუფაშვილი ქობულეთში “რესპუბლიკელების” მაჟორიტარ კანდიდატთან, ტრისტან ჯინჭარაძესთან, და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ კანდიდატთან, ლევან ხინიკაძესთან ერთად ქობულეთის ქუჩებში მოსახლეობას შეხვდება (მარშრუტი: 11:30-ზე ქობულეთის გამგეობიდან რესპუბლიკური პარტიის შტაბამდე (თავისუფლების №26). 12:00 საათზე კი შეხვედრა რესპუბლიკური პარტიის შტაბში გაიმართება.
13:00 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში მიხეილ მაჭავარიანის პრესკონფერენცია გაიმართება. მისამართი: თბილისი, სობჩაკის #3
14:00 – თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ გამართავს საპროტესტო აქციას, სახელწოდებით „250 ფეხსაცმელი“. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 551 15 07 73
18:00 საათზე, ”პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე და პლატფორმის სხვა ლიდერები, მოსახლეობას აღმოსავლეთ საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენენ. მისამართი: რუსთავი, 18მ/რ–ნი, ამირან ფანჩულაიას ქუჩა.