საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.  ანგარიშის თანახმად, მაუწყებლები ყველაზე დიდ დროს “ქართულ ოცნებას” უთმობს.

წინასაარჩევნო პროცესის მეორე შუალედური ანგარიში 2016 წლის 8 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს, ხოლო  დაკვირვების საგანი არის:  წინასაარჩევნო რეკლამა; წინასაარჩევნო დებატები; ახალ ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები; წინასაარჩევნო აგიტაცია.

ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის  საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 30.2%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 24.5%, „თავისუფალ დემოკრატებს“- 11.3%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 30.4%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 20.7%, „თავისუფალ დემოკრატებს“- 10.7%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

საზმაუ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 44.9%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 17.3%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები. საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 37.6%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ -29.3%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%– ზე ნაკლები .

აჭარის ტელევიზია

ანგარიშის მიხედვით, “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 25%, „ქართულ ოცნებას“- 23.7%, „სახელმწიფო ხალხისათვის“- 12.9%, „თავისუფალ დემოკრატებს“ -12.8%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს -10%–ზე ნაკლები. საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 32.1%, „ქართულ ოცნებას“- 29.8%, „თავისუფალ დემოკრატებს“- 11.6%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

კომისიის ცნობით, „რუსთავი 2“–ის მიერ საჯაროდ არ გამოცხადებულა და კომისიაში წარმოდგენილი არ არის მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაცია პოლიტიკური რეკლამის/აგიტაციისათვის გამოყოფილი დროის და საეთერო დროის ტარიფებისა და გაწეული მომსახურების შესახებ.

რუსთავი 2

ტელეკომპანია “GDS”-ის საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს  ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 44.5%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 14.6%, „რესპუბლიკელებს“- 11.9%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

GDS

ამავე ანგარიშით, ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გამოშვებებში3 საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 47.3%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 19.9%, „რესპუბლიკელებს“ – 11.4%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები, ხოლო საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 29% და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 27.8%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

TV იმედი

ტელეკომპანია “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 48.4%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ -15.2%, „რესპუბლიკელებს“- 11%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები . საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 33.6%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 28.6%, „თავისუფალ დემოკრატებს“- 10.1%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს -10%–ზე ნაკლები.

მაესტრო

“კავკასიის” საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 32.6%, „ქართულ ოცნებას“ – 29.6%, „თავისუფალ დემოკრატებს“- 12.8%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები. საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 38.8%, „ქართულ ოცნებას“ – 32%, ყველა დანარჩენ სუბიექტს -10%–ზე ნაკლები.

კავკასია

“იბერია TV“-ს საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს4 ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 39.2%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 16.6%, „სახელმწიფო ხალხისთვის“- 11.1%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

იბერია TV

„ტელეკომპანია პირველის“ საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 31.8%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 16.5%, „სახელმწიფო ხალხისთვის“- 11.2%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები. საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 31.2%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 21.1%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%– ზე ნაკლები.

TV პირველი

“მედია-კავშირი ობიექტივის“ საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „პატრიოტთა ალიანსი–გაერთიანებულ ოპოზიციას“ – 26.2%, „ქართულ ოცნებას“- 17.4%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ -12.6%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები. საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „პატრიოტთა ალიანსი–გაერთიანებულ ოპოზიციას“ – 25.4%, „ქართულ ოცნებას“- 17.6%, „ლეიბორისტებს“- 13.9%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 11.7%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

ობიექტივი

“ტაბულას” საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს  ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“ – 38%, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“- 32.5%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

ტაბულა

„პალიტრა TV“-ს საინფორმაციო გამოშვებებში საუკეთესო დროს ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 39.5%, „ქართულ ოცნებას“- 25.3%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლებ. საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 38.7%, „ქართულ ოცნებას“- 27.4%, „რესპუბლიკელებს“- 12.8%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

 

პალიტრა news

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *