იანდექს ტაქსის მძღოლი აცხადებს, რომ წუხელ ერთმა მოქალაქემ თბილისში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ტაქსის მძღოლმა პოლიციასაც მიმართა.
როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ერთი პირი მათ ადმინისტრაციული წესით [წვრილმანი ხულიგნობა] დააკავეს, მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.
“არ ვიცი, რას უკავშირდება, იქნება სასამართლო… ალბათ ადამიანმა თავისი პირადი რაღაც გაღიზიანება მიაყენა ჩვენს მძღოლს, ეს გამოწეულია იმ შავი პიარით, რაც ჩვენს წინააღმდეგ კონკურენტებმა ააგორეს”, – აცხადებს იანდექს ტაქსის წარმომადგენელი თენგიზ ველიანი.
