“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუჰამედ ალ-ადნანი დაიღუპა

ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) სტრატეგიული მეთაური, აბუ მუჰამედ ალ-ადნანი სირიაში დაიღუპა, – წერს ISIS-თან დაკავშირებული მედიასაშუალება “ამაყი“. ინფორმაციას პენტაგონიც ადასტურებს.

პენტაგონის ცნობით, აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიის დედაქალაქ ალეპოს პროვინციაში, ქალაქ ბაბში მყოფი ალ-ადნანი ამოიღეს მიზანში და მისი ლიკვიდაცია მოახერხეს. BBC წერს, რომ ალ-ადნანის სიკვდილის პარალელურად ISIS პოზიციებს კარგავს სირიასა და ერაყში. “გარდიანის” ცნობით, ISIS ამჟამად ალეპოს პროვინციაში ფლობს პროვინციებს, მაგრამ არა თვითონ ქალაქში, სადაც აჯანყებულები სირიის სამთავრობო ძალებს (ბაშარ ალ-ასადის მთავრობას) ებრძვიან.

აბუ მუჰამედ ალ-ადნანი, რომელიც დაჯგუფების “პრესსპიკერი” იყო, ევროპაში თავდასხმებზეა პასუხისმგებელი.

“ამაყს” არ დაუზუსტებია, თუ როგორ დაიღუპა ალ-ადნანი. მისი დაღუპვის შესახებ დეტალები არც პენტაგონს გაუვრცელებია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com