ახალი ამბები

რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე უზენაესი სასამართლო 5 სექტემბერს იმსჯელებს

30 აგვისტო, 2016 • 2100
რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე უზენაესი სასამართლო 5 სექტემბერს იმსჯელებს

რუსთავი 2-ის ცნობით, “ქიბარ  ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ” საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე უზენაესი სასამართლო 5 სექტემბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებს.

მათივე ცნობით, საქმეს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს, რომლიც შემადგენლობაშიც იქნებიან ეკა გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე.

2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე. კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო.

რუსთავი 2-მა საქმე სააპელაციო სასმართლოში გაასაჩივრა, თუმცა, 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციომ ძალაში დატოვა. უზენაესი სასამართლო კი რუსთავი 2-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით 2016 წლის 5 სექტემბერს იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი