აშშ-ის საზღვაო ქვეითები საქართველოში სამხედრო წვრთნებში (“მებრძოლი სული 2016”) მიიღებენ მონაწილოებას, რომელიც 1 სექტემბერს დაიწყება და 13-ში დასრულდება.

“ჩვენ ვართ გზაში საქართველოსკენ. საზღვაო ქვეითებს ევროპაში შესწევთ ძალა, რომ სწრაფად უპასუხონ ნებისმიერ კრიზისს ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონში”, – ნათქვამია ევროპასა და აფრიკაში ამერიკის საზღვაო ქვეითების არმიის განცხადებაში.

“აშშ-ის საზღვაო ქვეითები საქართველოსკენ მოემართებიან. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ყოველწლიურ წვრთნებში „მებრძოლი სული 2016″, რომლის მიზანიც მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება და რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებაა”, – აცხადებენ საქართველოში აშშ-ის საელჩოში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *