ახალი ამბები

ბათუმში დაგეგმილი ЗВЕРИ-ს კონცერტი გაუქმდა

28 აგვისტო, 2016 • 1392
ბათუმში დაგეგმილი ЗВЕРИ-ს კონცერტი გაუქმდა

ბათუმში 29 აგვისტოსათვის დაგეგმილი “ზვერის” კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე კონცერტის ორგანიზატორი კომპანია წერს.

“რუსულო როკჯგუფის, ზვერის კონცერტი გაუქმდა. 28 აგვისტოს, დღის 13:00 ზე საორგანიზაციო ჯგუფი მზად იყო მათ დასახვედრად, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი ვერ ჩამოფრინდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი მოხდა GTS Group- ისგან დამოუკიდებლად, ჩვენ ამ ეტაპზე ვიცავთ კონფიდენციალურობას და არ ვასაჯაროებთ არჩამოსვლის ნამდვილ მიზეზს.  რაც შეეხება ბილეთებს, ამ ეტაპზე ბილეთებს ყიდვა შეჩერებულია და თანხის დაბრუნებას ეტაპობრივად შევასრულებთ. ასევე გვინდა ჩვენი ორგანიზაციის სახელით ყველა მსმენელს და ჩვენს პარტნიორებს მოვუხადოთ ბოდიში”, – ნათქვამია GTS Group-ის განცხადებაში.

მომხდარის შესახებ ფეისბუკზე ინფორმაციას ავრცელებს “ზვერიც”. ჯგუფის განცხადებით, კონცერტი გაუქმდა იმის გამო, რომ ორგანიზატორმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მუსიკოსებს ჰონორარი არ გადაურიცხა დათქმულ ვადებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი