ახალი ამბები

ანონსი – 27 აგვისტო

26 აგვისტო, 2016 • 1556
ანონსი – 27 აგვისტო

11:00 საქალაქო სასამართლოში გაიმართება სხდომა 24 აგვისტოს ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებით. სხდომას რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ცესკოში, თამარ ხიდაშელი დაესწრება.

11:00 ‘’ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების’’ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან სამუშია აღმაშენებლის ხეივანის #4 სასტუმრო უშბას შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან დევნილებთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს.

11:30 “პირველის პრესკლუბში” “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომ-ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და არჩილ ბენიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დიდუბის რაიონის მოსახლეობას შეხვდებიან და პარტიის საარჩევნო პროგრამას გააცნობენ. მისამართი: ა. წერეთლის გამზ. #67 “თელასთან” მდებარე სკვერში. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598 700 642 (პრესცენტრი)

მასალების გადაბეჭდვის წესი