ახალი ამბები

დავით ნარმანიას საკრებულოში ცულით დახვდნენ [ვიდეო/ფოტო]

26 აგვისტო, 2016 •
დავით ნარმანიას საკრებულოში ცულით დახვდნენ [ვიდეო/ფოტო]

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერ დავით ნარმანიას, რომელიც საგანგებო სხდომაზე ანგარიშით უნდა წარდგეს, ცულით დახვდა არასამთავრობო ორგანიზაცია “დამოუკიდებელი კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი გივი კუბლაშვილი. გივი კუბლაშვილი გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველოს”  ერთ-ერთი ლიდერი იყო.

მან სცადა ნარმანიასთან გასაუბრება და მისთვის ნაჯახის გადაცემა, რისი საშუალებაც დაცვამ არ მისცა.

ცული, რომლითაც ნარმანიას დახვდნენ. 26.08.16 © ქეთი მაჭავარიანი

ცული, რომლითაც ნარმანიას დახვდნენ. 26.08.16 © ქეთი მაჭავარიანი

“მან გაჩეხა ქალაქის გამწვანება, მან სასაფლაოდ აქცია ნერგები. გააუბედურა ინფრასტრუქტურა ქალაქში. არის კორუფცია. ეს ნაჯახი გახდება მისი მერობის სიმბოლო,”- ამბობს კუბლაშვილი.

თბილისის მერის სიტყვით გამოსვლა საკრებულოში უკვე დაიწყო. LIVE-ს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი