ახალი ამბებისაზოგადოება

ზურაბიშვილი: სჯობს, ნარმანია თვითონ გადადგეს

26 აგვისტო, 2016 • 1452
ზურაბიშვილი: სჯობს, ნარმანია თვითონ გადადგეს

საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არსებულ სიტუაციაში ყველაზრ სწორი იქნება, რომ დავით ნარმანიამ თავად მიიღოს გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.

“მისი გადადგომა იქნებოდა ყველაზე სწორი პასუხი ყველა იმ უკვე დასმულ და დასასმელ კითხვაზე, რაც კი შეიძლება გაჟღერდეს,”- ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, მერისთვის უნდობლობოს გამოცხადების შესახებ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა არარეალურია, რადგანაც ქართული ოცნების დეპუტატების გარეშე 24 ხმის მოგროვება ვერ მოხერხდება.

“სჯობს, დავით ნარმანია გადადგეს თვითონ,”-განაცხადა ზურაბიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

საკრებულოში უმრავლესობა ნარმანიას გადაყენებას არ გეგმავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, უმრავლესობა თავით ნარმანიას გადაყენების საკითხს არ განიხილავს.

“უმრავლესობაში მერის გადადგომის საკითხი არ განიხილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და აქედან გამომდინარე, ერთად უნდა დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც ჩვენი დედაქალაქის წინაშე დგას. ჩვენ მოვისმენთ დავით ნარმანიას მოხსენებას, ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო წარდგინება და, ამავე დროს, კომპეტენტური პასუხები. ბუნებრივია, თუ რაიმე კითხვა გაჩნდება ჩვენი მხრიდან, ჩვენ მას ლეგიტიმურად დავსვამთ,” ამბობს ალიბეგაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი