ახალი ამბები

საკრებულოს თავმჯდომარე: დავით ნარმანია პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდა

25 აგვისტო, 2016 • 1292
საკრებულოს თავმჯდომარე: დავით ნარმანია პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდა

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ დავით ნარმანია პროვოკაციას არ უნდა წამოგებოდა და სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძისთვის შეურაცხყოფა არ უნდა მიეყენებინა.

დავით ნარმანიამ 24 აგვისტოს მერიაში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო აქტივისტ ირაკლი კუპრაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მერმა სტუდენტური გაერთიანება აუდიტორია #115–ის წევრს “მაიმუნი ვირიშვილი” უწოდა. დავით ნარმანიამ აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა.

“თანამდებობის პირი არავითარ შემთხვევაში პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს. ეს იყო პროვოკაცია. მე ვესწრებოდი ამ შეხვედრას, ძალიან მიხარია, რომ სამოქალაქო საზოგდოება ასეა გამოფხიზლებული და გააქტიურებული, მაგრამ ყველაფრის პოლიტიზება ხდება და ეს საწყენია”,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი