ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

24 აგვისტო, 2016 • 1515
შსს-ს ცნობით, საზღვრის გადმოკვეთის მცდელობისას, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

შსს-ს ინფრომაციით, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ბ. სტეფანწმინდის გამშვებ პუნქტში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ლ. ბ. 2014 წელს აღიარეს ე.წ. კანონიერ ქურდად. დაკავებულს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდა და სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც სტეფანწმინდის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.

შსს-ს ცნობით,, გამოძიება კანონიერი ქურდობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი