ახალი ამბები

ირაკლი ალასანიამ ოთხ ოლქში “თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

23 აგვისტო, 2016 • 2192
ირაკლი ალასანიამ ოთხ ოლქში “თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს, 23 აგვისტოს, “თვისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.

“თავისუფალი დემორკრატების” სახელით არჩევნებში მონაწილეობას ისნის მაჟორიტარულ ოლქში ქეთევან ენუქიძე მიიღებს. ირაკლი ალასანიას თქმით, ენუქიძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლიტერატურათმცოდნე და მკვლევარია. პარტიის ლიდერის განცხადებით, ქეთევნ ენუქიძე “თავისუფალი დემორკატების” განათლების პროგრამის თანაავტორია.

დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქში “თავისუფალ დემოკრატებს” ლევან ჯამალაშვილი წარადგენს. ჯამალაშვილი წარდგენილი მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშობდა, მათ შორის, იყო წითელწყაროს გამგებლის მოადგილე. არჩეული იყო რაიონის საკრებულოს თავმჯდომარედაც და აქვს სამეურნეო დარგში მუშაობის გამოცდილება.

მალხაზ დავითაშვილი, რომელიც კენჭს დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში იყრის, ეკონომისტია და “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობს. იყო თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი. დავიათაშვილი 2014 წლამდე პარტია “ქართული ოცნების წევრი იყო”. “ქართული ოცნების დატოვების შემდეგ კი “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა.

ხოლო საჩხერეში “თავისუფალ დემოკრატებს” ოლეგ არჯევანიძე წარადგენს. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, არჯევანიძე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვით საკითხებზე გააგრძელებს მუშაობას.

პარტიის ლიდერის, ირაკლი ალასანიას თქმით, ყველა კანდიდატი წარდგენილ ოლქში პარტიის მხარდამჭრებისთვის კარგად არის ცნობილი. ირაკლი ალასანიამ პარტიაში არსებულ გენდერულ კვოტებზეც ისაუბრა:

“ჩვენი პარტიული სიის 30% არიან ქალბატონები და მაჟორიტარობის თითქმის 10 პროცენტი უკვე არიან ქალბატონები. ასე რომ, ჩვენ ვაფასებთ, გვწამს და გვჯერა ჩვენი ქალბატონების, მათი ძალის და ეს ძალა აქტიურად იქნება წარმოდგენილი მომავალ პარლამენტში” – განაცხადა ალასანიამ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი