ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმება სწრაფი გადახდის ტერმინალითაც არის შესაძლებელი

21 აგვისტო, 2016 • 3764
ცესკო: ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმება სწრაფი გადახდის ტერმინალითაც არის შესაძლებელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება უკვე სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც არის შესაძლებელი.

ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული, სადაც შეეძლება ხმის მიცემა. ცესკოს ცნობით, ამომრჩეველთა სიებში გადამოწმების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალშია შესაძლებელი.

საკუთარი თავის და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ვებ-გვერდზე – voters.cec.gov.ge და „ანდროიდის“ სისტემის მობილური ტელეფონის/პლანშეტის გამოყენებით.

ასევე, ცესკოს ცნობით, 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რომელიც ამომრჩევლის ხმის უფლების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება, ამომრჩეველი, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ამომრჩეველთა სიაში ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით შევიდა, ხოლო მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული ამომრჩევლის მონაცემები ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ამომრჩეველთა სიაში თავის გადამოწმების პროგრამა PAY BOX-ის ტერმინალში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი