ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” წალკის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა ოქრიაშვილი წარადგინა

21 აგვისტო, 2016 • 2374
“ქართულმა ოცნებამ” წალკის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა ოქრიაშვილი წარადგინა

დღეს, 21 აგვისტოს, “ქართულმა ოცნებამ” წალკისა და დმანისის #34 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა ოქრიაშვლი, ხოლო თეთრიწყაროს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად – გოდერძი ჩანქსელიანი წარადგინა.

კახა ოქრიაშვილი უკვე სამი მოწვევის (2004, 2008, 2012) პარლამენტის წევრი იყო და სამივეჯერ – დმანისის ოლქის მაჟორიტარი. 2004 წელს იგი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა მაჟორიტარად, 2008-2012 წლებში – “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი იყო. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენიმე კვირაში, 4 დეპუტატთან ერთად დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” და უპარტიო, დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. ეს დეპუტატები იყვნენ:  ხობის მაჟორიტარი გოდერძი ბუკია, ლენტეხის მაჟორიტარი – გოგი ლიპარტელიანი, ცაგერის მაჟორიტარი- სერგო ხაბულიანი და ნინოწმინდის – ენზელ მკოიანი.

კახა ოქრიაშვილი მსხვილი სააფთიაქო ქსელის, “პე-ეს-პეს” დამფუძნებელია.

“საარჩევნო კამპანიის პერიოდში პრაქტიკულად სრულ ინვენტარიზაციას გავაკეთებ წალკის პრობლემების და მომდევნო 4 წლის მანძილზე ვეცდები, ყველა ეს პრობლემა მოვაგვარო, რა თქმა უნდა, საბიუჯეტო პროცესის ფორმირების პერიოდში. ვპირდები წალკელებს, რომ თითოეული მათგანის ხმა იქნება საქართველოს პარლამენტში,”- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა ჟურალისტებთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი