დღეს, 21 აგვისტოს, გორში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. სსსკ-ის მიხედვით, ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *