ახალი ამბები

რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი ქალი მიხეილ მამიაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს

21 აგვისტო, 2016 • 3253
რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი ქალი მიხეილ მამიაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს

რუსეთის ოლიმპიური ნაკრების წევრი ქალი, ინა ტრაჟუკოვა რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ მამიაშვილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რუსული sport-express-სი ავრცელებს.

რუსი მოჭდავის თქმით, ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში რიოს ოლიმპიადაზე დამარცხდა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამიაშვილი შეხვდა. ტრაჟუკოვა ამბობს, რომ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – მამიაშვილმა ტრაჟუკოვას სახეში ორჯერ დაარტყა.

“მინდა ის შევაჩერო, რომ ქალმა სპორტსმენებმა მის გამო იგივე აღარ განიცადონ,” – განუცხადა ინა ტრაჟუკოვამ გამოცემა sport-express-ს. The Washington Post-ის ინფორმაციით, ტრაჟუკოვა პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს.

მამიაშვილი sport-express-თან საუბრისას ამბობს, რომ ტრაჟუკოვამ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ღირსეულად არ იასპარეზა. ფედერაციის პრეზიდენტი აღიარებს, რომ ბრინჯაოს მედლისთვის გამართული შეხვედრის შემდეგ, ქალ მოჭდავესთან მას მკაცრი, ხმამაღალი საუბარი ჰქონდა. თუმცა, მისი თქმით, ტრაჟუკოვას ხელით არ შეხებია.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ინა ტრაჟუკოვა 63 კგ. წონის კატეგორიაში რიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში პოლონელ მონიკა მიჩალიკთან 3:1 დამარცხდა. ფოტო: Getty Images/Stanislav Krasilnikov

რუსეთის სპორტის მინისტრის, ვიტალი მუტკოს თქმით, რთულია მისთვის გადაწყვეტილების მიღება, რადგან ის რიო დე ჟანეიროში არ იმყოფება. მინისტრის თქმით, რუსი მოჭიდავე მოსკოვში დაბრუნების შემდგომ აუცილებლად უნდა შეხვდეს მას, რომ საკითხი სიღრმისეულად შეიწავლონ.

წარშოშობით ქართველი მიხეილ მამიაშვილი უკრაინაში დაიბადა, თუმცა პროფესიონალური სპორტული კარიერა რუსეთში გააგრძელა. მამიაშვილი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 1983, 1985 და 1986 წლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ხოლო 1986, 1988 და 1989 წლებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მხოლოდ 1989 და 1990 წლებში დათმო და ორივეჯერ ვერცხლის მედალს დასჯერდა. მიხეილ მამიაშვილი ამჟამად რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი და FILA-ს ბიუროს წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი