ახალი ამბები

აგულაშვილი: მაშინაც კი, როცა დაავადებულ ხეებს ვჭრით, ლანძღვა-გინების ნიაღვარი მოდის

19 აგვისტო, 2016 • 1483
აგულაშვილი: მაშინაც კი, როცა დაავადებულ ხეებს ვჭრით, ლანძღვა-გინების ნიაღვარი მოდის

საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის თქმით, იმდენად დიდია უნდობლობა, რომ მაშინაც კი, როდესაც დაავადებულ ხეებს ჭრიან, ლანძღვა-გინებას ღებულობს სამინისტრო.

“მე ისეთივე ემოციური დამოკიდებულება მაქვს, როდესაც მოჭრილ ხეს ვხედავ, როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, სხვებს. მათ შორის იმასაც გეტყვით, გამოქვეყნებული გვაქვს ინფორმაცია და ყველა დაინტერესებულ პირს ვიწვევთ, რომ მედიატური გავაკეთოთ, ჩავიდეთ ბორჯომის პლატოზე და იქ ყველა დაინტერესებულ პირს ვაჩვენოთ, რას ნიშნავს სანიტარული ჭრა. იმდენად ღრმაა ნიჰილიზმი, იმდენად დიდია უნდობლობა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ დაავადებულ ხეებს ვჭრით, რომ გადავარჩინოთ ჯანსაღი ხეები, რომ მივცეთ ახალ გენერაციას საშუალება განვითარებისა, მაშინაც კი ჩვენს მიმართ მოდის ლანძღვა-გინებისა და კრიტიკის ნიაღვარი. ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია მოქალაქეებთან, რომ ნებისმიერი თვქვენგანი დარწმუნდეს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვტილები მიღების სისწორეში”, – განაცხადა აგულაშვილმა.

აღნიშნული განცხადება გიგლა აგულაშვილმა დღეს, 19 აგვისტოს, გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მინისტრმა ეს სიტყვები ჟურნალიტის კითხვაზე, ართმევდა თუ არა თავს დაკისრებულ მოვალეობას თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური, პასუხის გაცემისას წარმოთქვა.

მინისტრმა აღნიშნულ შეკითხვას უპსუხა, რომ არ ფლობს საკმარის ინფორმაციას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ არის ჩართული,  მან მხოლოდ თავისი ემოციური დამოკიდებულება გამოხატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი