ახალი ამბები

ანონსი – 18 აგვისტო

18 აგვისტო, 2016 • 1297
ანონსი – 18 აგვისტო

09:45 სთ-ზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სოფლის მეურნერობის მინისტრი ოთარ დანელია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის მინისტრს, ფარუკ ჩელიკს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, 18 აგვისტოს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ასევე გაიმართება
10:50 სთ-ზე – გაფართოებული შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან.
12:30 სთ-ზე – ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.
15:15 სთ-ზე – საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი, რომელშიც აგრარული მიმართულების უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.


 

11.30. საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა – უფლის სახელით“. მიხეილ [გელა] სალუაშვილი -საარჩევნო გაერთიანების ‘ზვიადის გზა – უფლის სახელით“ თავმჯდომარე; ბრიფინგის თემა. არასაიმედო პოლიტიკური „პარტნიორის“ – ნინო ბურჯანაძის მხილება


ხუთშაბათს, 18 აგვისტოს, 13 საათზე, ქ. ქუთაისში, პოლიტიკური პარტია “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია და გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ქ. ქუთაისის მაჟირიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ნიჭიერ იურისტს, ადვოკატთა კოლეგიის წევრს, თამაზ მახარეიშვილს წარადგენენ. მისამართი: ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი,  #76ა კორპუსის მიმდებარედ.


13.00  საათზე საარჩევნო სუბიექტი ,,დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიცია’’ ირმა ცხორაგაული. პატრიოტთა ალიანსის მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი


17:00 საათზე, სამგორში, ქაიროს ქუჩაზე გაიმართება დემოკრატიული მოძრაობის, სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ახვლედიანის, წინასაარჩევნო შეხვედრა მოსახლეობასთან.


11.00 საათზე, ოქროყანაში, ტექნოპარკში, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ქაშიბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინოვაციური განვითარება


 

12:00 საათზე, ფსიქოტროპულ აფთიაქებში განხორციებული მონიტორინგის პირველად შედეგებზე ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 144, თბილისი (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო)


 

10:30-ზე “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” პრეზიდენტი შოთა გულბანი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკურ ნაწილს შეაფასებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


 

11:00-ზე “პირველის პრესკლუბში” საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საინიციატივო ჯგუფის გეგმები რეფერენდუმის თაობაზე; მიმართვა პრემიერ-მინისტრს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22


 

11:30-ზე “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რატომ ტოვებენ პაატა ბურჭულაძის მომხრეები მის პარტიას. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

მასალების გადაბეჭდვის წესი