ახალი ამბები

“ეს არის ჩვენი ხეები და მათი ჭრაც ჩვენი გასაჩერებელია” – აქცია თბილისის მერიასთან

17 აგვისტო, 2016 • 1641
“ეს არის ჩვენი ხეები და მათი ჭრაც ჩვენი გასაჩერებელია” – აქცია თბილისის მერიასთან

“ეს არის ჩვენი ხეები და მათი ჭრაც ჩვენი გასაჩერებელია” – ამ ლოზუნგით თბილისის მერიასთან 18:00 საათიდან “პარტიზანული მებაღეობის” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ყდღეს ყაზბეგის 24-ში საღი ხეების მოჭრაზე ნებართვის გაცემის გამო აქციის მონაწილეები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლების სამსახურიდან განთავისუფლებასა და მათ იურიდიულ პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ.

პარტიზანული მებაღეობის აქტივისტმა, ნატა ფერაძემ დღეს შიმშილობა გამოაცხადა.

“შიმშილობა დავიწყე იმიტომ, რომ ხვა არჩევანი აღარ მაქვს. შიმშილობას გავაგრძელებ მანამ, სანამ არ განთავისუფლდება გამწვანების სამსახურის თანამშრომლების უმეტესობა და აუცილებლად მათი უფროსი, ნინო სულხანიშვილი. ამასობაში, პარალელურად უნდა აღიძრას საქმე; მარტო განთავისუფლება და მათი დაუსჯელად დატოვება არის ის, რამაც აქამდე მიგვიყვანა. დაუსჯელი დარჩნენ წინა და იმის წინა გამწვანების სამსახურის უფროსები, რის გამოც ჩვენი შვილები ცხოვრობენ ქალაქში, სადაც შეიძლება მარტივად დაგემართოს ფილტვის კიბო. ეს არის უკვე რადიკალური ბრძოლა ბოლომდე გამარჯვებამდე,” – ამბობს ნატა ფერაძე.

მისი თქმით, გამწვანების სამსახურში უნდა მოვიდეს სპეციალიატი, ვინც იქნება პასუხისმგებელი და რეალურად იზრუნებს ეკოლოგიაზე და გამწვანებაზე:

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალდამცველები ჩაერთვებიან ამ საკითხში. კანონმდებლობაში არაერთი შესწორებაა შესატანი, რაც უნდა გამოსწორდეს, თუ როგორ უნდა ხდებოდეს გამწვანება და ტენდერების გამოცხადება, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ აღარ იყოს იმაზე საუბარი, რომ თვითნებურად მოჭრეს ხეები. ანუ ეს არის უკვე ბოლო ბრძოლა გამარჯვებამდე, რომელიც ალბათ მძიმე იქნება, მაგრამ უკვე უნდა დაიწყოს გამწვანების სამსახურის სწორად დაკომპლექტება.”

ხეების მოჭრა 17 აგვისტოს ყაზბეგის ქუჩაზე დაიწყეს, რომელსაც დილიდან გარემოსდამცველების პროტესტი მოყვა. როგორც თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი აცხადებს,  მერიამ თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე 68 ხიდან მხოლოდ 45 დაავადებული და ზეხმელი ხის მოჭრაზე გასცა ნებართვა. აქტივისტები კი ამბობენ, რომ მოჭრილია საღი ხეებიც.

აქციას შეუერთდა საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილიც. მისი თქმით, ვინც ამბობს, რომ ყაზბეგის 24-ში გამხმარი ხეები მოიჭრა, “სინდისი და ტვინი აქვს გამხმარი”:

“ჩვენ ადგილზეც ვიყავით და უპასუხისმგებლო ჩინოვნიკს, გამწვანების სამსახურის უფროსს, რომელიც თვიდან თვემდე იღებს ათიათასობით ლარებს, ვაჩვენეთ, რომ იყო საღსალამათი ხეები. ახლად გამოსული გირჩები ჰქონდა ხეებს. ძალიან მკაცრად უნდა ვაგებინოთ ამ ხალხს პასუხი და აგებენ კიდეც. სულხანიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა. ვინც დასკვნა გასცა, რომ ხეები იყო ხმელი, ვინმე უმსგავსო ვითომ ექსპერტმა აფციაურმა, მასზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. პარტიზან მებაღეებთან ერთად, ვაპირებთ ძალიან მალე შევიმუშაოთ კანონპროექტი, რომ ადამიანის მოკვლის ტოლფასი გახდეს ხეების მოჭრა ქალაქის სივრცეში.” ალექსანდრე ესილაშვილის თქმითვე, თბილისის მერი დავით ნარმანია “საერთოდ უნდა გაიქცეს ქალაქიდან”.

ნატა ფერაძე დღეს თბილისის მერიასთან აპირებს ღამის გათენებას. ჯერ-ჯერობით არ იშლებიან დანარჩენი პარტიზანი მებაღეებიც. მერიასთან ამ დრომდე იმყოფება ალეკონელისაშვილიც.

ისინი თბილისიის მერიასთან პერმანენტულად გააგრძელებენ საპროტესტო აქციებს. აქციის მონაწილეთა ნაწილი ხვალ 19:00 საათზე იპოდრომიდან თბილისის მერიამდე საპროტესტო მსვლლობას მოაწყობს და დაახლოებით 20:00 საათზე ისევ აქ გააპროტესტებენ საღი ხეების გაჩეხვას. მათი მოთხოვნენი უცვლელი რჩება.

"პარტიზანი მებაღეების" საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებისა და იურიდიულ პასუხისმგებლობაში მიცემის მოთხოვნით. 17.08.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“პარტიზანი მებაღეების” საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებისა და იურიდიულ პასუხისმგებლობაში მიცემის მოთხოვნით. 17.08.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

"პარტიზანი მებაღეების" საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებისა და იურიდიულ პასუხისმგებლობაში მიცემის მოთხოვნით. 17.08.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

“პარტიზანი მებაღეების” საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლებისა და იურიდიულ პასუხისმგებლობაში მიცემის მოთხოვნით. 17.08.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი