ახალი ამბები

ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაო მოიპოვა

17 აგვისტო, 2016 • 1691
ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაო მოიპოვა

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ ბბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თურმანიძემ ატაცში 207, ხოლო აკვრაში 241 კილოგრამი დაძლია, რაც, ჯამში, 448 კილოგრამს შეადგენს. მან ორივე მოძრაობაში ყველა ცდა წარმატებით შეასრულა.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის უკვე 5 მედალი – 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინაჯო აქვს მოპოვებული.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი