ახალი ამბები

გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩები ეყოლებათ

15 აგვისტო, 2016 • 1507
გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩები ეყოლებათ

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი სამშობლოში ბრუნდება. მასთან ერთად, საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობას ტოვებს ბეტინა კადენბახი, რომელიც თბილისში გერმანიის წარმომადგენლად გასული წლის მაისში დაინიშნა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრა ჰოლის ადგილს საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაიკავებს. სამინისტროს ცნობით, ის 2015 წლიდან ქართულ ენას სწავლობს. ჯასტინ მაკკენზი სმიტი გაერთიანებული სამეფოს 1994 წლიდან წარმომადგენლობს უცხო ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის ბეტინა კადენბახს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის თანამდებობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 15 აგვისტოს, ბეტინა კადენბახთან და ალექსანდრა ჰოლ ჰოლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს. მარგველაშვილმა საქართველოში გაერთანებული სამეფოსა და გერმანიის ყოფილ ელჩებს მადლობა გადაუხადა ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მათ  წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი