ახალი ამბები

რობერტ კობლიაშვილი რიო 2016–ის მერვედფინალში დამარცხდა

15 აგვისტო, 2016 • 2001
რობერტ კობლიაშვილი რიო 2016–ის მერვედფინალში დამარცხდა

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში რობერტ კობლიაშვილი გერმანელ დენის კუდლასთან დამარცხდა, თუმცა ქართველ მოჭიდავეს მედლის მოპოვების თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვს.

რობერტ კობლიაშვილმა პირველ შეხვედრაში მექსიკელი სპორტსმენი დაამარცხა. ქართველი მოჭიდავე იმ შემთხვევაში გააგრძელებს მედლისთვის ბრძოლას, თუ გერმანელი სპორტსმენი ტურნირის ფინალში გავა. კობლიაშვილი 85 კგ.–მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

დღეს კიდევ ერთმა ქართველმა მოჭიდავემ, იაკობ ქაჯაიამ (130 კგ.) ბრაზილიელი ედუარდ სოგომონია მარტივად დაამარცხა. ქაჯაიას მეტოქე მერვედფინალში უკრაინელი ალექსანდრ ჩერნეცკი იქნება, რომელმაც პირველ შეხვედრაში ეგვიპტელი მოჰამედ აჰმედ აბდელლატიფი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ამ დროისთვის 2 მედალი აქვს – ვერცხლი და ბრინჯაო. ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის აღება. მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი კიდევ ერთმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი