ახალი ამბები

ჭაჭის თაუერი ბათუმში

28 მარტი, 2012 • 1309
ჭაჭის თაუერი ბათუმში

„ეს იქნება კოშკი-შადრევანი, საიდანაც ხანდახან წყლის ნაცვლად ქართული ჭაჭა წამოვა და ყველა მსურველს, ჩვენს თანაქალაქელს, უცხოელ სტუმარს თუ ტურისტს საშუალება ექნება, დააგემოვნოს ის,“ –  აცხადებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.

მისივე თქმით, ახალი ორიგინალური შადრევანი, რომელიც ბათუმში, გოგებაშვილის ქუშაზე, ახალი პარკის შესასვლელთან გაიხსნება, ქართული ეროვნული ჭაჭის პოპულარიზაციისთვის კეთდება.

ორიგინალური შადრევანის გახსნა ბათუმში ზაფხულის ბოლოსთვის იგეგმება.  გიორგი კირთაძის ინფორმაციით, წყლის ნაცვლად ჭაჭა შადრევნიდან კვირაში ერთხელ, 15 წუთის განმავლობაში წამოვა.

იდეა ქალაქის ხელმძღვანელებს ეკუთვნით და მის დახვეწასა და განხორცილებაში სოფლის მეურნეობის სამინიტრო და ტურიზმის დეპარტამენტიც ჩაერთვებიან. ორიგინალური შადრევნის გახსნის იდეის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში:

„შადრევანთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ თვითონ არა გვაქვს სრული ინფორმაცია,  როგორც ჩანს, ეს უფრო მერიის გადაწყვეტილებაა, გავარკვევ და მოგვინებით დამიკავშირდით,“ –  განაცხადა დეპარტამენტის თანამშრომელმა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.

ახალი შადრევნის შესახებ ინფორმაციას არც მერის მოადგილე ჯემალ ანანიძე ფლობს:

„არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ თუ ასეა, მივესალმები“.

25– მეტრიანი „ჭაჭის თაუერი“, როგორც მას გიორგი კირთაძე უწოდებს, შადრევნის გარდა, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, ოთხ ღია აუზსა და კიდევ სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე ობიექტს გააერთიანებს. კოშკის მშენებლობა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 810 055 ლარით არის დაფინანსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი