ახალი ამბები

ანონი – 15 აგვისტო

14 აგვისტო, 2016 • 1271
ანონი – 15 აგვისტო

09:00 საათზე, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი საავტომობილო  მოძრაობა გაიხსნება. გახნას თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან  დაესწრებიან.

10:30 საათზე, ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, სერგი კაპანაძე პრესკონფერენციას გამართავს.

11:00 საათზე, პრაიმტაიმის პრესკლუბში ოლიმპიადის ლიცენზირებული მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე,მისი მენეჯერი ბესიკ ბერიძე და საწყლოსნო ფედერაციის დირექტორი დავით რურუა ჩაატარებს პრესკონფერენციას. თემა: ირაკლი ბოლქვაძე ოლიმპიური ნაკრებიდან შეცდომით ჩატარებული დოპინგტესტის გამო მოიხსნა.

11:00 საათზე “პირველის პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამირან გიგუაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

11:30 საათზე“პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

12:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ელექტრონული რეცეპტის სისტემის მოქმედებას საოჯახო მედიცინის ცენტრ „მედსში” გაეცნობა. მისამართი: ქიაჩელის ქ. #18, თბილისი (საოჯახო მედიცინის ცენტრი „მედსი”) საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599 120009

13:00  საათზე “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია ისნის რაიონის მაჟირიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად ცნობილ ჟურნალისტს, პოეტს და ბლოგერს ბაკურ სვანიძეს წარადგენს. მისამართი: ი. ხვიჩიას 17

15:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

20:00 საათზე ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“   თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. პარტიის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობისკანდიდატებს საზოგადოებას მთაწმინდის პარკში წარუდგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი