ახალი ამბებისაზოგადოება

კანში პლაჟზე ბურკინის ტარება აიკრძალა

12 აგვისტო, 2016 • 1998
კანში პლაჟზე ბურკინის ტარება აიკრძალა

BBC- ის ცნობით, ქალაქ კანის მერმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით პლაჟზე ბურკინების ტარება აკრძალა. ბურკინი ისეთი საცურაო კოსტუმია, რომელიც სხეულს სრულად ფარავს.

“ნებისმიერი ადამიანისთვის აკრძალულია პლაჟზე გამოსვლა იმგვარი სამოსით, რაც შეუსაბამოა და უპატივცემულობას ავლენს მორალისა და სეკულარიზმის მიმართ. საცურაო კოსტუმი, რომელიც დემონსტრაციულად აჩვენებს რელიგიურ აფილაციას , მაშინ, როდესაც საფრანგეთი ამჟამად ტერორისტული თავდასხმების სამიზნე ობიექტია, ქმნის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის რისკებს”,- წერია აკრძალვასში.

მერის დავიდ ლისნარდის განცხადებით, ბურკინი “ისლამური ექსტრემიზმის სიმბოლოა” და იმის გამო, რომ საფრანგეთი ბოლო დროის მანძილზე ისლამისტური თავდასხმების სამიზნეა, მისი ტარება შესაძლოა ფიზიკური დაპირისპირების საბაბი გახდეს.

იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნულ წესს დაარღვევს, შესაძლოა ჯარიმის სახით 38 ევროს გადახდა მოუწიოს. პირველ შემთხვევაზე მათ საცურაო კოსტუმის გამოცვლას ან პლაჟის დატოვებას მოსთხოვენ.

მერმა ასევე განაცხადა, რომ სხვა რელიგიური სიმბოლოების, მაგალითად, ჯვრის და ებრაული ქუდის ტარება კვლავ ნებადართულია, ასევე აკრძალვა არ ეხება იმ ტიპის ვუალს, რომელსაც ზოგიერთი მუსლიმი ქალი თმის დასაფარად ატარებს.

“ვკრძალავ ისეთი ფორმის ტარებას, რომელიც ისლამური ექსტრემიზმის სიმბოლოა. ჩვენ საერთო საჯარო სივრცეში ვცხოვრობთ და აქ არის წესები, რომლებიც უნდა დავიცვათ”.

BBC-ის ინფორმაციით, აკრძალვა ივლისის ბოლოდან ამოქმედდა და მისი დარღვევისთის ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქალის ტანსაცმელი საფრანგეთში აიკრძალა 2011 წელს საფრანგეთი ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ბურკა, იგივე თავსაბურავი, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს, აკრძალა, ისევე როგორიც ნიქაბის ტარება, რომელიც ქალის სახეს ნაწილობრივ ფარავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი