ახალი ამბები

შს სამინისტრომ ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

12 აგვისტო, 2016 • 1009
შს სამინისტრომ ყოფილი დეპუტატის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნოდარ მოდებაძის მკვლელობის ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ზ. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ნოდარ მოდებაძეს  და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ა. ზ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო,”- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნოდარ მოდებაძე შელაპარაკების ნიადაგზე 8 აგვისტოს სანადირო თოფით მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი