ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ნოდარ მოდებაძე მოკლეს

8 აგვისტო, 2016 • 1662
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ნოდარ მოდებაძე მოკლეს

დღეს, 8 აგვისტოს თელავის მუნიციპალიტეტში ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოდებაძე შელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფით მოკლეს.

შსს-ს ინფორმაციით, პირი, რომელმაც სავარაუდოდ მოკლა მოდებაძე, დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს.

მოდებაძე საქართველოს პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში იყო. პროკურატურამ ყოფილი პარლამენტარი დაზარალებულად ცნო, რადგან მას დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა, მას ზეწოლით ჩამოართვეს აკურის ღვინის ქარხანა.

მოდებაძისთვის ქონების ჩამორთმევის საკითხზე პროკურატურამ   ბრალი ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ადეიშვილს წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი