ახალი ამბები

ნაძალადევში “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს

12 აგვისტო, 2016 • 1085
ნაძალადევში “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს

11 აგვისტოს ნაძალადევის რაიონში “ეროვნული ფორუმის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სახლი გატეხეს. პარტიაში ამ შემთხვევას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებენ.

თამარ ციხისელის განცხადებით, სახლიდან არც ძვირფასეულობაა წაღებული და არც ტექნიკა, შესაბამისად ვარაუდობს, რომ დამნაშავე პარტიის შესახებ ინფორმაციას ეძებდა:

“აქამდე ვერ ვიტყოდი, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა, მაგრამ ახლა საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს არჩევნებთან არის დაკავშირებული.”

2 დღის წინ ნაძალადევში “ეროვნული ფორუმის” ოფისი გაძარცვეს. ანი მიროტაძის განცხადებით, ეს შემთხვევები რიგითი კრიმინალური მოვლენა არ არის:

“ფაქტია, რომ ეს ადამიანები რაღაც ინფორმაციას ეძებენ. ოფისში, ეტყობა, ვერ მოახერხეს იმის პოვნა, რაც უნდოდათ და, ეტყობა, იფიქრეს, რომ ინფორმაცია თამარ ციხისელის სახლში შეიძლებოდა ყოფილიყო. შესაძლოა, ეს ჩვენი მომხრეების დაშინებასაც შეიძლება უკავშირდებოდეს,” – ამბობს მიროტაძე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით [ქურდობა] მიმდინარეობს, რაც ითვაალისიწნებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი