ახალი ამბები

ანონსი – 12 აგვისტო

12 აგვისტო, 2016 • 1662
ანონსი – 12 აგვისტო

წარმოგიდგენთ 12 აგვისტოს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

09:30 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ველო-ტური გამართება, რომელიც სტარტს „მზიურის“ პარკიდან აიღებს და რუსთაველის გამზირის გავლით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროსთან დასრულდება. მარათონში მინისტრი გიგლა აგულაშვილი მონაწილეობას სამინისტროს თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად მიიღებს.

11:00 “პირველის პრესკლუბში” უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პრეზიდენტის გადაწყვეტილების ანალიზი რეფერენდუმის საკითხზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11.00 თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელ გზას დაათვალიერებს. მისამართი: კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, კოჯრის სამხედრო ბაზასთან. საკონტაქტო პირი: ლაშა ჩხიკვიშვილი 577 555 488

11:30 პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ,,აფხაზთა კრების“ ორგანიზაციები ატარებენ აქციას: ,,არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!“ საკონტაქტო პირები: მალხაზ პატარაია (მობ.593737557). ჯონი კვარაცხელია (599996876).

11:30  “პირველის პრესკლუბში” “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “მწვანეთა პარტიის” არჩევნებში მონაწილეობის საკითხი და სხვა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22
12:00 “პირველის პრესკლუბში” სს “ველსის” ხელმძღვანელი დიმიტრი სუკიასოვი საგანგებო ბრიფინგს გამართავს. თემა: ე.წ “პირამიდის” სისტემა; ორგანიზაციის მოთხოვნა ა/ო “ბანკებისა და ფინანსების” მიმართ, ჩაატარონ სს “ველსის” საქმიანობის კვლევა; მედიის პასუხისმგებლობა და ჟურნალისტ ირაკლი ორაგველიძის წინააღმდეგ მომზადებული სარჩელი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში’’ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მამუკა ახალაძე და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი პატარიძე ახალი სერვისის პრეზენტაციას გამართავენ და ხელს მოაწერენ საქართველოს გემების სახელმწიფო ელექტრონული რეესტრის შექმნის ხელშეკრულებას.

12:00 საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაიციასა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელმომწერები იქნებიან საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაიციის აღმასრულებელი დირექტორი თინათინ ბერიაშვილი და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე. მემორანდუმს ხელი მოეწერება საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში (თბილისი, მ. კოსტავას ქ. 63, მეორე სადარბაზო, მეორე სართული)

10:00 საათიდან 17:30 საათამდე, 14-29 წლამდე ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნება.  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივა ახალგაზრდობის დღეს უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი