ახალი ამბები

ხულოს სოფელში მეწყერი ჩამოწვა

23 მარტი, 2012 •
ხულოს სოფელში მეწყერი ჩამოწვა

ხულოს რაიონის სოფელ პაქსაძეებში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა სავალი გზის ნაწილი დააზიანა, თუმცა როგორც გამგებელი ლევან შავაძე აცხადებს, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია:

“საბედნიეროდ სერიოზულად არავინ დაშავებულა და არც ზარალია დიდი, უბრალოდ მონაკვეთი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ჩაკეტილი იყო”

გამგებლის თქმით, ერთი ოჯახი ამ დროისთვის ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

ლევან შავაძე აცხადებს, რომ სოფელი პაქსაძეები მეწყერული ზონაა და 2000 წლიდან მოყოლებული აქ მეწყერი რამდენჯერმე ჩამოწვა.

“2003 წელს მეწყერმა უფრო დიდი ზარალი მოგვაყენა, მაშინ ექვსი ოჯახის ევაკუირება დაგვჭირდა, წელს კი ეს პირველი შემთხვევაა”, – აღნიშნა შავაძემ.

სოფელ პაქსაძეებში სულ 146 კომლი ცხოვრობს. გამგებლის განცხადებით, ამჟამად დამეწყრილი ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს, თუმცა გზები უკვე გახსნილია და მოსახლეობას გადაადგილებაზე პრობლემა არ ექმნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი