მადრიდის “რეალი” უეფას სუპერთასის მფლობელია. ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში ზინედინ ზიდანის გუნდმა “სევილია” დაამარცხა, ანგარიშით – 3:2 .
შეხვედრის 21-ე წუთზე ანგარიში მადრიდელთა ნახევარმცველმა მარკო ასენსიომ გახსნა, ხოლო 41-ე წუთზე ფრანკო ვარკეზმა გაათანაბრა. მატჩის 72-ე წუთზე “სევილია” უკრაინელმა ევგენი კონოპლიანკამ დააწინაურა, თუმცა შეხვედრის მიწურულს “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და დამატებითი დრო დაინიშნა. გამარჯვების გოლი 119-ე წუთზე მადრიდელთა შემტევმა, დანიელ კარვახალმა გაიტანა.
მადრიდის “რეალი” 2015/16 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, ხოლო “სევილია” ევროპა ლიგის მოქმედი ჩემპიონი. “სევილიამ” ევროპა ლიგის შეხვედრა შარშან, თბილისში, დინამო არენაზე ბარსელონასთანაც დათმო.
გთავაზობთ მატჩის ამსახველ ფოტომასალას ევროპის პრესფოტო სააგენტოზე [EPA] დაყრდნობით.

სერხიო რამოსი (მარცხნივ) და რიროში კიოტაკე. უეფას სუპერ თასის შეხვედრა. ნორვეგია, ტრონჰეიმი. ფოტო: EPA/Ned Alley

მადრიდელები აღნიშნავენ სევილიას კარში პირველ გატანილ გოლს. უეფას სუპერ თასის შეხვედრა. ნორვეგია, ტრონჰეიმი. ფოტო: EPA/Ned Alley

სევილიელ ფრანკო ვასკესს თანაგუნდელები ულოცავენ გატანილ გოლს. უეფას სუპერ თასის შეხვედრა. ნორვეგია, ტრონჰეიმი. ფოტო: EPA/Ned Alley

მატჩის მიმდინარეობისას სევილიას კაპიტანმა, ვისენტე იბორამ ტრავმა მიიღო. უეფას სუპერ თასის შეხვედრა. ნორვეგია, ტრონჰეიმი. ფოტო: EPA/Ned Alley

თანაგუნდელები სევილიას უკრაინელ ლეგიონერ ივან კონოპლიანკას ულოცავენ გატანილ გოლს. უეფას სუპერ თასის შეხვედრა. ნორვეგია, ტრონჰეიმი. ფოტო: EPA/Ned Alley

რეალის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი თავის ფეხბურთელებს მითითებებს აძლევს. უეფას სუპერ თასის შეხვედრა. ნორვეგია, ტრონჰეიმი. ფოტო: EPA/Ned Alley

სერხიო რამოსმა თაური დარტყმით მატჩის მიწურულს გაათანაბრა ანგარიში. უეფას სუპერ თასის შეხვედრა. ნორვეგია, ტრონჰეიმი. ფოტო: EPA/Ned Alley

მადრიდელთა კაპიტანი, სერხიო რამოსი აღნიშნავს მის მიერ გატანილ გოლს, რომლის წყალობითაც რეალი მარცხისგან იხსნა. უეფას სუპერ თასის შეხვედრა. ნორვეგია, ტრონჰეიმი. ფოტო: EPA/Ned Alley








