აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შეკითხვაზე, რას მოელით თქვენი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატისგან? -ოთხ შესაძლო პასუხზე გამოკითხულებმა შემდეგი შედეგები აჩვენეს:
- იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის – ამ პოზიციას იზიარებს გამოკითხულთა 60 პროცენტი, არ ეთანხმება ამ მოსაზრებას 7 პროცენტი, ხოლო 32 პროცენტს პასუხი არ აქვს;
- ის მხოლოდ თავს ინტერესებს დაიცავს- გამოკითხულთა 38 პროცენტი იზიარებს ამ პოზიციას, 26 პროცენტი არას ამბობს, ხოლო 35 პროცენტს პასუხი არ აქვს.
- ის ჩემს ინტერესებს დაიცავს – გამოკითხულთა 33 პროცენტი ამ მოსაზრებას იზიარებს, 28 პროცენტი – არა, ხოლო 37–მა პროცენტმა არ იცის.
- არ ველი, რომ ის აქტიური იქნება – ამ პოზიციას იზიარებს გამოკითხულთა 29 პროცენტი, არ იზიარებს – 28 პროცენტი, ზუსტი შეხედულება არ აქვს ამ პასუხზე 42 პროცენტს.
დღეს, 21 მარტს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა( NDI) გამოაქვეყნა კვლევის შედეგები. კვლევა, გამოკითხვა მოიცავს 2012 წლის 22 თებერვალი – 5 მარტის პერიოდს. გამოიკითხა 3,161 პირი. მოხდა მათი წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, ბათუმში, ფოთში, რუსთავში, თელავის ოლქში, სხვა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში.
საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3%.