აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის შეკითხვაზე– ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისთვის შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის საქმიანობა ძირითადად დაეყრდნობა ამომრჩეველთა სიის კარდაკარ გადამოწმების მეთოდს. იცით თუ არა ამ კომისიის შესახებ? – გამოკითხულთა 60–მა პროცენტმა არ იცის ამდაგვარი კომისიის არსებობის შესახებ, მხოლოდ 33 პროცენტია ინფორმირებული, ხოლო 7 პროცენტს პასუხი არ აქვს.
ზოგი ოფიციალური პირის განცხადებით, ამომრჩეველთა სიის გადამოწმება დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაჯდება. გამართლებულია თუ არა ეს დანახარჯი? – ამ შეკითხვაზე 33 პროცენტი პასუხობს, რომ გამართლებულია, 35 პროცენტს არ მოსწონს ეს გადაწყვეტილება, ხოლო 32 პროცენტს პასუხი არ აქვს.
შეკითხვას, ცხოვრობთ თუ არა ამჟამად იქ, სადაც ჩაწერილი ხართ, 77 პროცენტი დადებითად პასუხობს, 23 პროცენტი კი – არა.