11.00 საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მცხეთის მაჟორიტარი კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი ხუნდაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
11:00 თბილისის მერიაში მოქალაქეთა მომსახურების სივრცის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
მის. : ჟ. შარტავას 7
საკონტაქტო პირი : ნინი მთვარაძე 598 14 11 51
11:00 “პირველის პრესკლუბში” “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: აგვისტოს ომი და გამოძიება, პუტინის და ერდოღანის შეხვედრა, ახალი პოლიტიკური ბლოკის გეგმები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
11:30 “პირველის პრესკლუბში” საინიციატივო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პრეზიდენტთან დაგეგმილი საგანგებო შეხვედრა რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რომელიც სამოქალაქო ქორწინების საკითხს ეხება; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული
11:30 სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილის პრესკონფერენცია.
თემა: მიმართვა პარლამენტს, ვეტერენთა სახელმწიფო სამსახურის საბიუჯეტო თანხები შეამოწმოს აუდიტის სამსახურმა; მოთხოვნას ხვალვე ოფიციალურად შეიტანს პარლამენტში; დაანონსდება 10 აგვისტოს სამგორში დაგეგმილი მასშტაბური პრეზენტაცია „ხრუშოვკებთან“ დაკავშირებით.
12:00 “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ბრიფინგს გამართავს. თემა: სამშენებლო სექტორში გაზრდილი ადგილობრივი ინვესტიციების წილი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული
12:00 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის შუალედური აგნარიშის პრეზენტაციაზე
მისამართი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18
13:00 ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე და რეგიონული სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, მოძრავ ამბულატორიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორ
ეკიპაჟს განათავსებენ.
მისამართი: ანაკლია, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ტერიტორია საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599 120009
13:00 პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში “დიანა გვიშიანის საადვოკატო ბიურო“. ადვოკატი მაია დონაძე და დიანა გვიშიანი ჩაატარებს პრესკონფერენციას. თემა: შეიარაღებული დაპირისპირება წალკის რაიონში რასაც მოყვა ერთი ადამიანის გარდაცვალება და ერთი ადამიანის მძიმედ დაჭრა ოჯახური კონფლიქტის გამო.
