ახალი ამბები

ირაკლი პეტრიაშვილი ისანში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს

8 აგვისტო, 2016 • 1964
ირაკლი პეტრიაშვილი ისანში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორტარული წესით კენჭს ისნის რაიონში იყრის. ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პროფკავშირების გამგეობამ მიიღო:

“გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება. მე გვიან გავიგე, ახლა მოვედი სამსახურში ამ ყველაფრის გასარკვევად. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელს, დამევალა, რომ საპარლამენტო ტრიბუნა ჰქონდეს ორგანიზაციას, რადგან პროფკავშირებს საკუთარი აქტივობების ლობირება და საზოგადოებამდე მიტანა უჭირს. იყო საუბარი პოლიტიკურ ტრიბუნასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ ჩემზე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, არ ვიცოდი.”

ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, ისანი იმიტომ შეარჩიეს, რომ იქ ბევრი “პროლეტარი ცხოვრობს”:

“ისანში ბევრი პროლეტარი ცხოვრობს და მაგიტომ. ჩვენს საკანონმდებლო წინადადებებზე, ინიციატივებზე, ყველაფერზე ადეკვატურად ეს რაიონი რეაგირებდა და ალბათ მაგიტომ შეირჩა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი