ახალი ამბები

ანონსი: 8 აგვისტო

7 აგვისტო, 2016 • 1932
ანონსი: 8 აგვისტო

10:00 საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებს პატივს.

10:00 ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ გაიმართება აქცია. საკრებულოს ფრაქცა „რესპუბლიკელები“ და რესპუბლიკური პარტიის ჭიათურის ორგნიზაციის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებული პროექტების შეუსრულებლობას გააპროტესტებენ.

10:30 მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, პარტიის სხვა ლიდერებთან და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს 2008 წელს, აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროების საფლავებს.

11:00 სახელმწიფოსა და USAID/REAP ხელშეწყობით პირველადი აგროწარმოების სასერტიფიკატო პროგრამის  „GLOBAL GAP-ის“  სტანდარტების დანერგვის  შესახებ მემორანდუმის გაფორმება.

მისამართი: ქ. თბილისი 0159, ს.ახმეტელის ქ. #10ა. 3 სართული

11:00 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის სასაფლაოზე პატივს მიაგებს დაღუპული გმირების ხსოვნას.

11.00 მუხადგვერდის სასაფლაოზე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად პატივს მიაგებს აგვისტოს ომში დაღუპულ ქართველ მეომრებს.

11:30 “პირველის პრესკლუბში” “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ალექსანდრე კობაიძე პატიმარ რამაზ კოკოშვილთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12:00 “პირველის პრესკლუბში” პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი