ახალი ამბები

პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს

7 აგვისტო, 2016 • 1129
პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს

შსს-ს ცნობით, თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროსა და ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ.

გამოძიების ცნობით, სასტუმროსა და სალონში მომუშავე პირები მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი