ამირან პაპინაშვილმა რიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედლის მოპოვების შანსი ვერ გამოიყენა. ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უზბეკ დიორბეკ უროზბოევთან დამარცხდა
უზბეკმა ძიუდოისტმა პაპინაშვილთან შეხვედრის დებიუტშივე იუკო მოიპოვა და ორი გაფრთხილების მიუხედავად, უპირატესობის შენარჩუნება მოახერხა.
რიო 2016-ის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლამდე, 28 წლის ქართველი სპორტსმენი ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრთან, ევროპის 3-გზის ჩემპიონთან ბესლან მუდრანოვთან იპონით დამარცხდა, ხოლო მანამდე ამირან პაპინაშვილმა კანადელი, ბულგარელი და იაპონელი ძიუდოისტები დაამარცხა.
7 აგვისტოს 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.








