ახალი ამბები

პირველი ბრინჯაოს მოლოდინში – ამირან პაპინაშვილი რიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში დამარცხდა

6 აგვისტო, 2016 • 2500
პირველი ბრინჯაოს მოლოდინში – ამირან პაპინაშვილი რიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში დამარცხდა

ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი რიოს ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების წევრთან, 3-გზის ევროპის ჩემპიონი ბესლან მუდრანოვთან ნახევარფინალში იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ქართველი ძიუდოისტი ევროპის 2013 წლის ჩემპიონია. რიოს ოლიმპიადამდე პაპინაშვილი ბესლან მუდრანოვს შვიდჯერ დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთ ბრძოლაში – 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში მოუგო.

ამირან პაპინაშვილმა რიო 2016-ის ნახევარფინალამდე კანადელი, ბულგარელი და იაპონელი ძიუდოისტები დაამარცხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი