ახალი ამბები

ანონსი — 7 აგვისტო

7 აგვისტო, 2016 • 1832
ანონსი — 7 აგვისტო

წარმოგიდგენთ 7 აგვისტოს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


19:00 საათზე, კახეთის გზატკეცილზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ,,ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების” ვაზისუბნის და მერვე ლეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ხეჩიკაშვილი მე–3ა კორპუსის წინ მოსახლეობასთან ერთად გამაფრთხილებელ აქციას გამართავს.


20:00 საათზე, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ახალციხეში მოსახლეობას სიტყვით მიმართავს და კანდიდატებს წარუდგენს. პარტიის კანდიდატების დასახელება, ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე გაიმართება.


7 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ–მინისტრი რაჭას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი ნიკორწმინდის ტაძრის აგების 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ლიტურგიას და სამონასტრო კომპლექსის კურთხევის ცერემონიალს დაესწრება. პრემიერი შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო “შაორის” სამშენებლო სამუშაოებსაც დაათვალიერებს, რომლის მშენებლობა სახელმწიფო პროგრამის– „უმასპინძლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პრემიერის ნიკორწმინდაში მისვლის დრო არ არის დაზუსტებული.


მასალების გადაბეჭდვის წესი