ახალი ამბებისამართალი

შსს: ბრალდებული მოქალაქეს 60 ათას ლარს სძალავდა

6 აგვისტო, 2016 • 1091
შსს: ბრალდებული მოქალაქეს 60 ათას ლარს სძალავდა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 42 წლის რუსლან ჩ. დააკავეს ბათუმში, რომელიც პოლიციის ცნობით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

პოლიციამ იგი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 60 000 ლარს სძალავდა და მისი ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების ყოველთვიურ წილს ითხოვდა.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, არარეგისტრირებული პისტოლეტი და 5 ვაზნა ამოიღეს”, – აცხადებენ შსს–ში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი