თუმცა ირაკლი ალასანიამ 20 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არ საუბრობს რეზერვზე. მან განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას სამეგრელოსა და თბილისში უაკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ უშიშროების საბჭოს გაუზგავნის.
“საუბარი ბანდფორმირებებსა და ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე, ბატონ ალასანიას კარგად მოეხსენება, ვისი მისამართით შეიძლება მითითება. შეიძლება მისი ახლო ნაცნობები ან მეგობრები იყვნენ თავის დროში ამგვარ წრეში, ვგულისმობ 90– იან წლებს, მხედრიონს, და ახლაც იგივეს განმეორება სურს”, -ამბობს დარჩიაშვილი.
მისთვის ასევე გაუგებარია, რატომ აპირებს ალასანია, კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს უშიშროების საბჭოს.
“ აბრალებდეს მთავრობას და მერე მასვე უგზვანიდეს საკუთარ კონფიდენციალურ ინფორმაციებს, ეს შეუსაბამოა. თუ არ ენდობი მთავრობას, მაშინ რაღას უგზავნი შენს კონფიდენციალურ ინფორმაციას. “
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ალასანიას განცხადებები “ეს არის ძალიან უღიმღამო პოლიტიკური მცდელობები ადამიანისა, რომელსაც სხვანაირი პოლიტიკური მოღვაწეობით რეიტინგის შენარჩუნება ვერ მოუხერხებია”.
ირაკლი ალასანიამ 20 მარტს ბრიფინგი გამართა და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებზე ისაუბრა. მანამდე ეს თემა ალასანიამ 15 მარტს ახსენა და თქვა, რომ ხელისუფლება სამოქალაქო ომისთვის ემზადება.
ამავე თემაზე:
ალასანია:შეიარაღებულ ფორმირებებს ახალაიები ქმნიან