ახალი ამბები

ანონსი – 6 აგვისტო

5 აგვისტო, 2016 • 1249
ანონსი – 6 აგვისტო

03:00 საათზე რიო დე ჯანეიროში, სტადიონ მარაკანაზე ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნება.

11:00 საათზე პრაიმ ტაიმის პრესს-კლუბში ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩის” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პარტიისა და კოალიციის საარჩევნო გეგმები.

11.00 საათზე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში სერგო რატიანისა და მარიამ რამინაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

11:15 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ირაკლი აბესაძის პრესკონფერენცია ჩატარდება.

12:00 სთ-ზე  მემარცხენე ალიანსის ლიდერები ჩუღურეთის რაიონის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.   მის: ჩიტაიას ქუჩა 5-7-თან არსებული სკვერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი