ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” ივლისში 2 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო

5 აგვისტო, 2016 • 1717
“ქართულმა ოცნებამ” ივლისში 2 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, 2016 წლის ივლისში პოლიტიკურმა გაერთიანებებმა შემოწირულობის სახით, ჯამში 3 მილიონ 486 ათას 119 ლარი მიიღეს.

შემოწირულობის რაოდენობით პირველ ადგილზეა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, რომელმაც ივლისში  2 124 570 ლარი მიიღო. მეორე ადგილზე  621 527 ლარით პაატა ბურჭულაძის   “სახელმწიფო ხალხისთვის”არის , ხოლო მესამეზეე  “თავისუფალმა დემოკრატები” – 195 800 ლარით.

გიორგი ვაშაძის სამოქალაქო პლატფორმას “ახალი საქართველო” – ივლისში 208 400 ლარი შესწირეს, ხოლო  საქართველოს პატრიოტთა ალიანსს –  184 811 ლარი.   ახალი პოლიტიკური ცენტრს – გირჩს –  103 994 ლარი.  დამოუკიდებელი მაჯორიტარობის კანდიდატს – ილია კოკაიას 21 500 ლარი, ხოლო  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობას” 9 590 ლარი.  ასევე, 9 500 ლარი შესწირეს  დამოუკიდებელი მაჯორიტარობის კანდიდატს – ირაკლი შიხიაშვილს.

“ქართული ოცნების” ყველაზე მსხვილ შემწირველებს შორის არის მისი  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისში, გენადი მარგველაშვილმა პარტიას  55 ათასი ლარი შეწირა, ქუთაისის მაჟორიტარობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, კობა ნარჩემაშვილმა 55 ათასი ლარი, ხოლო თერჯოლა-ტყიბულის კანდიდატმა, გენადი გოცირიძემ 60 ათასი ლარი. ყველაზე დიდი შემოწირულობა, 120 ათასი ლარი “ოცნებამ” შპს ალფასგან მიიღო.

ყველაზე ცოტა დაფინანსება კახა კუკავას “თავისუფალმა საქართველომ” მიიღო. პარტიას  40 ლარი ნინო ჯურხაძემ შესწირა, რომელიც 7 მაისს კახა კუკავამ ავჭალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

ყველაზე მსხვილი შემწირველები ივლისის თვეში

მასალების გადაბეჭდვის წესი