ახალი ამბები

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთში

5 აგვისტო, 2016 • 2097
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთში

დღეს, 5 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენილ კანდიდატებს შორის არცერთი ქალია.

თელავისა და ყვარელის ოლქში – ირაკლი სესიაშვილი, დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში – ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის გუბერნატორი.

ახმეტის ოლქში – გელა სამხარაული, თელავის მოქმედი მაჟორიტარი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ლაგოდეხის ოლქში – გურამ მაჭარაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე.

გურნაანის ოლქში – დავით სონღულაშვილი, ეკონომისტი.

საგარეჯოს ოლქში – რომან მუჩიაშვილი, ფინანსისტი.

“ქართულ ოცნებამ” კანდიდატები უკვე წარდგენილი ყავს სამეგრელოში, ქუთაისში, გურიაში, მცხეთა-მთიანეთსა და სიდა ქართლში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი