ახალი ამბები

ცემი ისევ დაისეტყვა

5 აგვისტო, 2016 •
ცემი ისევ დაისეტყვა

სოფელ ცემში დღეს 5 აგვისტოს 16:15 საათზე ძლიერი წვიმა და სეტყვა განახლდა. ამ დროისთვის [16:30] ცემში კვლავ წვიმს თუმცა სეტყვა აღარაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ წვიმის გამო დახმარებისთის ჯერჯერობით მოქალაქეებს არ მიუმართავს. ადგილზე მყოფმა პირმაც განაცხადა, რომ წვიმა იმ ინტენსივობის არ არის, როგორიც გუშინ დაფიქსირდა. როგორც საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში აცხადებენ ამინდის გაუარესების შემთხვევაში ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები.

გუშინ, 4 აგვისტოს სტიქია იყო ბორჯომში. ერთი დღით ადრე კი ძლიერი წვიმა და ქარი დაფიქსირდა ახალციხეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი