ახალი ამბები

ანონსი – 4 აგვისტო

3 აგვისტო, 2016 • 1174
ანონსი – 4 აგვისტო

გთავაზობთ 4 აგვისტოს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09:00 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო “რუმსში” (Rooms Hotel) გაიმართება „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ეკონომისტები –  დანი როდრიკი (ჰარვარდის უნივერსიტეტი)  და ჩარლზ სეიბელი (ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტი).  ფორუმის მონაწილეებს მიესალმება საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ფორუმს გახსნის საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მისამართი: თბილისი, კოსტავას 14


10:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თბილისის ,,ხანდაზმულთა დღის სოციალური ცენტრის“ ბენეფიციარებს მოინახულებს. მისამართი: ვარკეთილი 3; მე-2 მიკრო რაიონი, მე-20 კორპუსი (ყოფილი 180-ე საბავშვო ბაღის შენობა). საკონტაქტო პირი: ლილე ხმალაძე (599 27 06 46)


12:00 – პრაიმტაიმის პრეს კლუბში გაიმართება „პრაიმ ტაიმის“ დამფუძნებლის, თამარ ფხაკაძის, პრესკონფერენცია. თემა: ხსოვნის კვირეულის ფარგლებში ყაყაჩოების აქცია. მის: კოსტავას 68. ტელ: +995 32 409 481


12:00 – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს გამართავს და ავტორიზებული აფთიაქების სანებართვო პირობებში ცვლილებების შესახებ სიახლეებსა და დამატებით ინფორმაციას წარმოადგენს. მისამართი: წერეთლის გამზირი #144, თბილისი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე. ტელ: 599 120009


12:30 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გაიმართება ადვოკატ დავით  ხომერიკის პრესკონფერენცია. თემა: “საკონსულტაციო სასამართლოს მიმართ ატეხილი ხმაური და მათი ზერელე დამოკიდებულება”. მის: კოსტავას 68. ტელ: +995 32 409 481


13:00 – “პირველის” პრესკლუბში კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის” მმართველი კომიტეტის წევრები: ანა ნაცვლიშვილი (საია), მიხეილ ბენიძე (სამართლიანი არჩევნები) და ნინო ელბაქიძე (კონსტიტუციის 42-ე მუხლი) პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის პროცესის ხარვეზები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო პირი: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

13:00 – სპორტის უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა საგზაო უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. ამ თემაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ახალგაზრდები საინფორმაციო კამპანიას იწყებენ.

14:00 – სპორტის უნივერსიტეტის ინსტიტუტის წინ არსებულ „ზებრა“ გადასასვლელზე ფლეშმობი გაიმართება სლოგანით „გამატარე!“  მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 49


 

მასალების გადაბეჭდვის წესი